თამო ვაშალომიძე გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც მისი და ნუკი კოშკელიშვილის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც მათ ერთხმად აღნიშნეს, ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ და კონფლიქტი მათ შორის არ არის.
„ინსტაგრამზე“ სთორებში დამბლოკა ნუკიმ და „ტიკ-ტოკზე“…ძალიან მიხარია მისი წარმატებები და წინსვლას ვუსურვებ. არა მარტო ნუკის, არამედ ყველა ქართველი ქალის წარმატება მახარებს“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
როგორც ნუკიმ აღნიშნა, რეალურად მათ შორის დაპირისპირება არ ყოფილა.
„გასაყოფი საერთოდ არაფერი გვაქვს. ხალხს უნდა რომ დაგვაპირისპიროს, მაგრამ ჩვენს შორის რეალურად კონფლიქტი არ ყოფილა“, – თქვა ნუკიმ გადაცემაში.
