LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია

170
ტარიელ ჭანტურია

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

„მწერალთა სახლი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია.

მწერალთა სახლი თანაუგრძნობს პოეტის ოჯახს, კოლეგებს და ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების თაყვანისმცემლებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები