LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომც მოვკვდე, მაინც თავიდან დავიბადები და ისევ დიეგო მარადონა ვიქნები!“ – დიეგო მარადონას ცნობილი გამონათქვამები

5985
Capture

დიეგო მარადონას გარდაცვალებამ არა მხოლოდ არგენტინის ნაკრების, არამედ კონკურენტი გუნდების გუშემატკივარსაც დასწყვიტა გული და ისინიც კი დაამწუხრა, ვინც დიდხანს ვერ პატიობდა ფეხბურთელს ხელით გატანილ გოლს, რადგან მარადონამ არა მხოლოდ ბრწყინვალე თამაშით გაითქვა სახელი, არამედ მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო ფეხბურთში.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ნურასდროს შეგეშინდება მოძებნო ბურთი!
  • დედა ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარ, მე კი, არასდროს ვეკამათები დედას!
  • მხოლოდ მაშინ აღწევს ადამიანი წარმატებას, როცა ბევრს მუშაობს. სინამდვილეში წარმატებას არაფერი აქვს საერთო იღბალთან.
  • რატომღაც ყველა დღესასწაულის მოწყობას, განსაკუთრებულ იუმორს მოითხოვს ჩემგან, მაშინ როცა გამოუსწორებელი ცინიკოსი ვარ და მხოლოდ უხეში ხუმრობებით ვიკვებები.
  • ნარკოტიკებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ქალიშვილებთან ურთიერთობის საშუალება წამართვა, რასაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს.
  • მიხარია, რომ მსოფლიოში ბევრი ჰომოსექსუალია, მათი პასიურობით ჩვენ უფრო მეტი ლამაზი ქალის სიყვარული შეგვიძლია.
  • აზრი არ აქვს კამათს ვინ უკეთესია – მე თუ პელე, რადგან ნებისმიერი იტყვის, რომ მე საუკეთესო ვარ!
  • ჩემი სახელი არც ისეთი მძიმე ტვირთია, როგორც ბევრს ჰგონია.
  • ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობისას, ერთს ნაპოლეონი ეგონა საკუთარი თავი, მეორეს – ფიდელ კასტრო, ჩემი კი, არავის სჯეროდა, როცა ვამბობდი, რომ მარადონა ვიყავი.
  • ჩემი შვილები დელმა და ჯანინა არიან, ყველა დანარჩენი კი, მხოლოდ ჩემი ფულის და შეცდომების პროდუქტია.
  • ფეხბურთი – სიამოვნების და სიხარულის თამაშია, ფეხბურთელები არასდროს განიცდიან  სტრესს, რადგან სტრესი მათთვისაა, ვინც მთელ დღეს სამუშაო მაგიდასთან ატარებს.
  • თეთრიც შემიძლია ვიყო და შავიც,  მაგრამ ნაცრისფერი არასდროს ვიქნები!
  • სიცრუეა, როცა გუნდის გამარჯვებას მწრთვნელს მიაწერენ, რადგან ნამდვილი გამარჯვებული მხოლოდ ფეხბურთელია.
  • ღმერთი მხოლოდ მათ ეხმარება, ვისაც თვითონ შეუძლია საკუთარი თავის დახმარება.
  • პოლიტიკოსებთან შედარებით მე უპირატესობით ვსარგებლობ, რადგან ისინი საჯარო ადამიანები არიან, მე კი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ.
  • ჩემი შვილებისთვის მე კერპი ვარ და ეს სრულიად საკმარისია!
  • ის, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად ინანებს საკუთარ სიტყვებს.
  • ნებისმიერი, ვინც ქურდს გაძარცვავს – აუცილებლად პატიებას იმსახურებს.