LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავეს

74

პარლამენტთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოშიმშილეთა აქციაზე, ბეჟან გუნავა დააკავეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბეჟან გუნავა დააკავეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბანერების განთავსებას ცდილობდნენ პარლამენტის შენობასთან, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

 

არ მისცა.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან ვითარება განიმუხტა. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g