სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე სთავაზობს, აიღონ ეს თანხა და შექმნან პანდემიით დაზარალებულთა ფონდი.
“მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველდღე ათობით ასეთი მოქალაქე მწერს. მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა (ლელო, პატრიოტები, გირჩი, მოქალაქეები) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ”- წერს ანა დოლიძე.
ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის. ცნობისთვის, დაფინანსების მოთხოვნით, ცესკოსთვის არ მიუმართავს ხუთ პარტიას: “გირჩს”; “ლეიბორისტული პარტიას”, “ლელოს”; “მოქალაქეებსა” და “პატრიოტთა ალიანსს.”