LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორტუნა პლუსის” დიჯეი გიგა ბატკუაშვილი ,,მთავარი არხის” ეთერში – ,,ქართველ შემსრულებლებს ვურჩევ, სიმღერები ქართულად ჩაწერონ”

368
34

,,მთავარი არხის” დილის გადაცემაში ქეთი ორჯონიკიძის სტუმარი გახდა რადიო ,,ფორტუნა პლუსის” დიჯეი გიგა ბატკუაშვილი. რადიოს მნიშვნელობას მუსიკალური ინდუსტრიისთვის – ეს გახლდათ მომღერლისა და მუსიკალური წამყვანის მთავარი განსახილველი თემა.

,,სანამ პირდაპირ ეთერში სხვადასხვა შემსრულებლის ესა თუ ის სიმღერა მოხდება, ის გადის გარკვეულ ეტაპს, ჩვენი პროფესიონალური მუსიკალური მენეჯერების კუთხით. რომ არა ისინი, ჩვენი ოთხი რადიოსადგური, – “ფორტუნა”, “ფორტუნა პლუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო” ასეთ მოწინავე პოზიციებზე ვერ იქნებოდა, ისინი ბოლომდე იხარჯებიან, რომ გემოვნებიანი მუსიკა მივიდეს მსმენელამდე. რადიოს არა მხოლოდ საქართველოში,არამედ მთელ მსოფლიოში დიდი მნიშნელობა აქვს.

თუკი მოთხოვნებზე ვისაუბრებთ, ჩვენი რადიოები ფორმატის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. “ფორტუნა პლუსში” ძირითადად, მოთხოვნა არის უცხოურ სიმღერებზე. იმიტომ გვაქვს ოთხი რადიოსადგური, რომ ქართველი მსმენელის გემოვნება ყველა მხრივ დავაკმაყოფილეთ.

რაც შეეხება ქართველ შემსრულებლებს, მათ ვურჩევ, ქართულად შეასრულონ სიმღერა, რადგან ის უფრო მეტად ხდება ჰიტი, ვიდრე უცხოურ ენაზე შესრულებული…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები