LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში სურთ, რომ ჯარიმებით შემოსული თანხის ნაწილი ინფორმატორებს გადასცენ

48
486803ae95ca51e48a21b8dc196be9d34eb50944

ნიუ–იორკის ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჯარიმებიდან შემოსული თანხის ნაწილი პოლიციის ინფორმატორებს გადაეცემათ. საუბარია პარკინგის წესების დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებზე და თანხა უნდა ჩაერიცხოთ მათ, ვინც პოლიციას ცუდად გაჩერებული ავტომობილის შესახებ ამცნობს და თან შესაბამის ფოტოსაც წარადგენს.

პარკირებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის შემდეგ ქალაქის საბჭომ ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ამიერიდან კანონდამრღვევ მძღოლებს ადგილობრივები გააკონტროლებენ. როგორც კი ვინმე შეამჩნევს რომ ავტომობილი არასწორ ადგილას, მაგალითად ველობილიკზე, ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთა გზაზე ან სხვა მსგავს ადგილასაა გაჩერებული, პოლიციას უნდა ამცნოს. სანაცვლოდ კი შესაფერის ანაზღაურებას მიიღებს. კანონპროექტის მიხედვით, ინფორმატორი ყოველი დაფიქსირებული ეპიზოდისთვის ჯარიმის თანხის 25%–ს მიიღებს, რაც დაახლოებით 44 დოლარის ტოლფასია. დანარჩენი თანხა კი ჩვეულებრივ ბიუჯეტში გადაირიცხება.

გარდა ამისა, ახალი კანონი პარკირებისთვის დაწესებული ჯარიმის 115 დოლარიდან 175 დოლარამდე გაზრდასაც ითვალისწინებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სიახლე პარკირებასთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g