LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია ბორტზე ჭურჭელს, ჩუსტებსა და პირსახოცებს გაყიდის

97
British Airways Crockery 3

British Airways-მა, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ფრენების რაოდენობის შემცირების გამო, რამდენიმე მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაკარგა, გადაწყვიტა, ზარალი მცირედით მაინც აინაზღაუროს და ბორტზე ჭურჭლისა და ტექსტილის გაყიდვა დაიწყო. როგორც British Airways-ში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მიზანი, მგზავრისთვის სახლშიც მოგზაურობის ჯადოსნური მაგიის შექმნაა.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანული ავიაკომპანია უილიამ ედვარდსის დიზაინით შექმნილ ჭურჭელს, პურის კალათებს, შამპანურის ფუჟერებს, ჩუსტებს, პირსახოცებსა და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა საგნებს ყიდის.

აღნიშნულ ჩამონათვალში, ყველაზე ძვირადღირებული სამზარეულოს ბოქსია, რომელიც 75 გირვანქა სტერლინგი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g