LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური მიწისძვრა – მერკელის პარტიამ მოიგო

64

ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში გამართულ ბუნდესტაღის არჩევნებში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ხმების 32.5- 33,5 % მიიღო. (ამ მცირედი ნიშნულით განსხვავდება ორი ყველაზე მასშტაბური ეგზიტპოლის შედეგები)

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცი უდგას სათავეში. მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა. მეოთხე ადგილზე  – „თავისუფალი დემოკრატიული პარტია. ხუთპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა და მემარცხენე პარტია Die Linke-მ.

არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემები  ხვალ დილით გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები