LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ – მაჭავარიანი პოლონეთის ელჩს პასუხობს

72
gza-reabilitacia

ფინანსთა მინისტრი პოლონეთის ელჩის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობა ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ატარებს და არც ჩაატარებს.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ტენდერებში საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანია იმარჯვებს და საქართველო არ ხელმძღვანელობს იმის მიხედვით, რომელი ქვეყნიდანაა კომპანია.

„ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესია, როგორ უნდა მოხდეს ტენდერი, ეს ტენდერები ხდება იმ წესებით და სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში იკითხა, თუ რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. „ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია,” – ამბობს მარიუშ მაშკიევიჩი. მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g