LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 მილიონი ვაქცინა – ჯო ბაიდენი პირველი 100 დღის პრიორიტეტებს ასახელებს

134
12890550-3x2-xlarge

პრეზიდენტის მოვალოების შესრულების ოფიციალურად დაწყებიდან, აშშ-ში პირველი 100 დღის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის ვირუსი არ დასრულდება, ამის დაპირება არ შემიძლია. ჩვენ მისგან თავს სწრაფად ვერ დავაღწევთ, თუმცა პირველი 100 დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია დაავადების კურსი და ამერიკაში ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. 100 მილიონი ვაქცინაცია პირველი 100 დღის განმავლობაში.”

ამავე პრესკონფერენციაზე მან ჯანდაცვის სფეროს გუნდი ოფიციალურად დაასახელა. ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად მან კალიფორნიის გენერალური პროკურორი ხავიერ ბესერა წარადგინა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) ხელმძღვანელად როშელ ვალენსკი. ხოლო ენტონი ფაუჩი კოვიდ 19-ის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩეველი იქნება და ასევე გააგრძელებს საქმიანობას ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელად.

 

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამ 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობას პირბადის ტარება სთხოვა.  ბაიდენის 100 დღის პრიორიტეტად,  სკოლების გახსნაც სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები