LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევაზე 801 პირი დააჯარიმეს

86
publika.ge-982-whatsapp-image-2020-12-06-at-10.32.37-1024x576

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 შემთხვევა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად რეგულაციების დარღვევისთვის 66 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა”, — განაცხადეს შსს-ში.

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g