LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენთან ერთად უკეთესია“ – ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდიუინი ნაძვის ხის მორთვის ვიდეოს ავრცელებენ

124
page

ბიბერი-ბოლდუინების ოჯახში საახალწლო განწყობა სუფევს. ჯასტინ ბიბერმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო და ფოტოები გაავრცელა, სადაც ნაძვის ხის მორთვის პროცესია აღბეჭდილი. როგორც ჩანს, მარტო  ნაძვის ხის მორთვა ჯასტინისთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„შენთან ერთად უკეთესია“, –  ასე დაასათაურა ფოტო ბიბერმა, სადაც 2017 წელს ნაძვის ხის მორთვის დროს მარტოა დაფიქსირებული. ფოტოკოლაჟის მეორე ფოტოში კი ის უკვე მეუღლესთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად იმყოფება. წყვილმა ნაძვის ხე ერთობლივი ძალებით მორთო.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბიბერი სელენა გომესს ხვდებოდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Justin Bieber (@justinbieber)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები