LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ენმ მინიმუმ 50%-ს აიღებდა, ამიტომ არ მიშვებენ: სააკაშვილი

88
img-70183-1607689080

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რომ ყოფილიყო, ენმ არჩევნებში ხმების მინიმუმ, 50 პროცენტს აიღებდა. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” ისაუბრა.

“მე ძალიან ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით. ნაციონალურმა მოძრაობამ არამხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველა რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით აიღო 35%-ზე მეტი, პარტიამ აიღო პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ 50%-ს – ეს ყველამ იცის ძალიან კარგად და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში…”  – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g