ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულები უკვე ცნობილია.
გამარჯვებული 9 ნომინაციაში გამოვლინდა:
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მაია ცირამუა, “მშვიდობით, ძია გერშვინ”.
საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, “მარინა რევია”.
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაია, “პოეტიკური ჩანაწერები”.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანი, “ალჟირელ მეკობრეთა ტყვე (მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი).
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლევანიძე, “თუ საჭიროა გათქმევინებთ”.
საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე, “გასეირნება დროთა სივრცეში”.
საუკეთესო პოეტური კრებული – დაჯილდოვდა ორი პოეტი – ტარიელ ჭანტურია, “სიყვარულის შავი ყუთი 3” და ბესიკ ხარანაული, “დიდი სმა”.
საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დახვრეტილებისა”.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია, პოეტი.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბას მე-18 დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით, ონლაინ წარიმართა.