“ველოდებით შემოთავაზებას, წინადადებებს შეხვედრაზე „ქართლული ოცნებისგან“ და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ესა თუ ის შეთავაზება.” – განაცხადა პოლიტიკური პარტია “სტრატეგიული აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკების სერბულ მოდელზე მმართველი პარტია იმსჯელებს, ოპოზიცია იფიქრებს, თუ რამდენად მისაღები იქნება მათთვის დასახელებული მოდელი.
“რაც შეეხება სერბულ მოდელს, გამოითქვა ეს აზრი შეხვედრებზე. ამაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა და შესაბამისად, ეს ჯერჯერობით განხილვის საგანი არ არის. თუ ამაზე „ქართული ოცნება“ იმსჯელებს, ჩვენც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მისაღები იქნება, რა ფორმით და როგორ. ამის პრინციპულად წინააღმდეგი “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის, თუმცა ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ეს წინადადება მოვიდა და ჩვენ ამაზე ვმჯელობთ ან თანხმობა გვაქვს.” – თქვა ჩიხლაძემ.
მოლაპარაკებები ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება – იოსელიანი
მისივე განცხადებით, სერბული მოდელის გარდა, პარტიაში სხვა ვერსიებიც განიხილება:
“სერბული მოდელი ითქვა, როგორც ვარანტი. ჩვენ შევთავაზეთ როგორც კომპრომისული ვარიანტები, იგივე პლებისციტი. თუ ვერ ვთანხმდებით, ხალხს ვკითხოთ. ასევე გაიჟღერა აზრმა, რომ 2024 წელს არ უნდა იყოს არჩევნები, ამაზე ყველა თანხმდება. დადებითი ამ მოდელს ის აქვს, რომ კომპრომისულია ერთი მხარისთვის, წაგებაში არ ჩაეთვლება არც ერთ მხარეს და ეს პერიოდი იქნება საკმარისი, რომ საარჩევნო სისტემა და გარემო მოწესრიგდეს, ადმინისტრაციები დაკომლექტდეს, თუმდაც ეს მოდელი ჩატარდეს სამართლიანად. პირობითად, ხვალ რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუ იგივე წესებით ჩატარდა, თამარ ჟვანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაატაროს, მაშინ ასეთ ვადამდელ არჩევნებსაც აზრი არ ექნება.” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
