LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსის“ ახალ სერიალი „ბრიჯერტონები“ 28 დღეში 68 მილიონმა ადამიანმა ნახა

379
37607506-0-image-a-41-1609810581690

25 დეკემბერს „ნეტფლიქსმა“ ახალი სერიალი „ბრიჯერტონები“(Bridgerton) გამოუშვა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალმა სერიალმა წინასაახალწლოდ ყველა საშობაო ფილმი დაჩრდილა და მაყურებლების აღფრთოვანება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სერიალზე  „სკანდალისა“ და „გრეის ანატომიის“ სცენარისტმა, შონდა რაიმსმა იმუშავა.

ახლახანს რეიტინგები გავრცელდა, რომლის თანახმადაც სერიალი„ბრიჯერტონები“ 28 დღის განმავლობაში 68 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, სერიალში მთავარ როლებს ფიბი დაინევორი და  რეჟე-ჟან პეიჯი ასრულებენ. სიუჟეტი XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები