LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: “ღმერთი, პირველ რიგში შენში უნდა იშვას და შენშივე უნდა ამაღლდეს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენშივე ვაცვამთ ჯვარს, მაგრამ ალბათ ესეც გარდაუვალი გზაა…”

123
giorgi-kekelidze-nrews-2020-02-19-08-33-41-817267

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოსახლეობას შობას ულოცავს.

“ბებიაჩემი, თეკლათის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. მერე, უკვე ღრმად მოხუცი ავად გახდა და მონასტრის წინამძღოლმა სახლში გამოუშვა ბოლო თვეების გასატარებლად. მე ძალიან რელიგიური ოჯახიდან ვარ. დედაჩემის ღამის ლოცვები ახლაც ყურში ჩამესმის და ზეპირად ვიცი. მამიდაშვილი, ვისთან ერთადაც გავიზარდე, დღეს – დეკანოზია. შესაბამისად, სახლში დიდი ხატების კუთხე გვაქვს. იქ, ოზურგეთში. ბებიაჩემს შევთავაზეთ, იმ ოთახში დაწოლილიყო, სადაც ხატებია. მან გვითხრა, იქ დავწვები, სადაც ადრე ვწვებოდიო; სადაც მისი შვილი იწვა ოდესღაც, როცა სიკვდილს ებრძოდა. და დაწვა. ჭერს უყურებდა და ლოცულობდა.

ჭერზე მხოლოდ წვიმისგან მოხატული გაუგებარი ფიგურები მოჩანდა. ,,იქ რატომ იყურები? – ვკითხე ერთხელ, ფრთხილად და შიშით, – და თან ლოცულობ?” ,,ღმერთი იქ არის” – ღიმილით მიპასუხა, – “”აი, იმ ფიგურებში. კი, იქ, გვერდით, ხატების ოთახშიც არის ღმერთი და მესამე ოთახშიც, სადაც მხოლოდ ტელევიზორი დგას. ღმერთი ყველგან არის, მთავარია, შენ იპოვო და დაინახო. ღმერთი ყველგან არის, სადაც შენ საყრდენს პოულობ. ღმერთი შენშია”

მას მერე მეც, ამ მცირედმორწმუნე ადამიანს, მგონია, რომ ღმერთი, პირველ რიგში შენში უნდა იშვას და შენშივე უნდა ამაღლდეს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენშივე ვაცვამთ ჯვარს, მაგრამ ალბათ ესეც გარდაუვალი გზაა აღდგომისთვის.
შობას გილოცავთ!- წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g