LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეკომ სასუნთქი აპარატების წარმოება დაიწყო – კომპანიამ 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა

167
123412461-3053878058047178-842974287459893791-o

დაიწყო 2021 და უკეთესი წლის მოლოდინში, ბეკომ 2020 წლის საქმიანობის შეჯამება და თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა.

2020-მა წელმა ისეთ რეალობასთან დაგვაპირისპირა, რომელსაც ადრე მხოლოდ ფილმის სიუჟეტად თუ განვიხილავდით, თუმცა, ყველანაირ მოცემულობაში შეიძლება, დადებითი ცვლილებების განხორციელება და სირთულეებით გაძლიერება. ბეკოს გუნდიც ასე მოიქცა – ახალ ცხოვრებას ჩემპიონივით აუწყო ფეხი და გადაუსწრო კიდეც.

პანდემიის დასაწყისშივე ჩაერთო ბრძოლაში, გადააკეთა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნების ნაწილი და დაიწყო სასუნთქი აპარატების წარმოება. 2020 წლის შეცვლილი რეალობისთვის, კომპანიამ ინოვაციური საყოფაცხოვრებო ტექნიკაც შექმნა, რომელიც გაძლიერებული ძალებით ებრძვის ბაქტერიებს და ანადგურებს მათ 99.9%. კომპანია სახლში გამოკეტილი ადამიანების გამხნევებაზეც სისტემატიურად ზრუნავდა და ორი მასშტაბური სოციალური კამპანია წამოიწყო: ”დარჩი სახლში ჩემპიონივით” და “ატარე პირბადე ჩემპიონივით.” ბეკომ კამპანიებში აქტიურად ჩართო ცნობილი სახეები, მათ შორის საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფეხბურთელები.

და რაც მთავარია…საახალწლოდ ბეკოს გუნდი ეცადა პატივისცემა და მხარდაჭერა გამოეხატა ამ ბრძოლის მთავარი გმირების მიმართ, მედიცინის მუშაკების თავდაუზოგავი შრომა და გადათენებული ღამეები შობას სულ ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა და გაეხალისებინა. ტკბილეულითა და მადლიერებით დატვირთული ბეკოს თანამშრომლები ვირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე მდგომ 15 კლინიკასა და ლუგარის ლაბორატორიას ესტუმრნენ და ჩვენი დროის გმირებს დღესასწაული მიულოცეს.

ბეკოს გუნდს სჯერა, რომ ეს წელი ბევრად მარტივი და სახალისო თავგადასავლებით იქნება სავსე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, სჯერა, რომ ერთად ყველა სირთულეს ჩემპიონებივით გავუმკლავდებით.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g