სანატორიუმ მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ასევე საცხოვრებელი სახლებია ცეცხლი უახლოვდება. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი გამოცემა Аҧсны иахьа ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.
ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქია საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა და დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო. თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლი ლოკალიზება შეძლეს.
ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებასთან რეგულარულ, ინტენსიურ კომუნიკაციაზე არიან და მათგან კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან პროცესში.