LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკოლეი კალკინი ფილმიდან „მარტო სახლში 2“ დონალდ ტრამპის კადრის ამოღების იდეას იზიარებს

376
page

როგორც ჩანს, აშშ-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენდის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა. ყველა დროის  ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმის, „მარტოს სახლში“ მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში პეტიციის იდეას გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ფილმის მე-2 ნაწილიდან  დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას ითხოვენ.

„ტვიტერზე“  მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც ტრამპის სილუეტი სრულად ამოჭრილია, კალკინმა შემდეგ კომენტარი დატოვა: „ბრავო“.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ფილმში სულ რამდენიმე წამით ჩნდება. ცნობისთვის, სასტუმროს, რომელშიც აღნიშნული სცენაა გადაღებული, იმ დროს სწორედ ტრამპი ფლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები