LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზი ქართველი ბებიები, რომლებიც საუკეთესოდ გამოიყურებიან

5178
asatiani202120

საქართველოში ცნობილ სახეებს შორის უკვე არცთუ ცოტა ბებიაა და მათ შორის ბევრი ძალიან კარგად გამოიყურება, ასე ვთქვათ, არაბებიურად, ანუ იმ გაგებით, როგორც ამას მიჩვეულნი ვიყავით ათეულობით წლის წინ. ფაქტია, რომ ქალები დღეს უფრო მეტად უვლიან თავს და შესანიშნავად გამოიყურებიან.

ჩვენი სიის სათავეში, რასაკვირველია, ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი, მაკა ასათიანი მოექცა. მის ვაჟს, კახის, რომლის ქორწილიც რამდენიმე წლის წინ შედგა ნანიკო კლდიაშვილთან, ქალიშვილი ლეა 2020 წელს შეეძინა. მაკა ასათიანის შვილიშვილი სილამაზით ბებიას ნამდვილად არ ჩამოუვარდება, რაშიც გავრცელებული არაერთი ფოტოთი დავრწმუნდით. მაკა აქტიურად მონაწილეობს შვილიშვილის აღზრდაში და მას ხშირად ასეირნებს მშობლებთან ერთად ვაკის პარკში.

 

კიდევ ერთი მომხიბვლელი ქალი, რომელიც ბებია ასევე 2020 წელს გახდა, ექიმი და ტელესახე, ნინო ნადირაძეა. მის ქალიშვილს, ბაიას და მის მეუღლეს, გიორგი ბეჟაშვილს ბიჭუნა შეეძინათ. ბედნიერი ბებია ხშირად აქვეყნებს ფოტოებს შვილიშვილთან ერთად და მისადმი უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავს.

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი, ამიკო ხაჟალია ჰყავს, ბებია ახლახან გახდა. ამიკოსა და მის უცხოელ მეუღლეს, ულამაზეს გოგონას, ნურიას შვილს ნოა დაარქვეს. როგორც ნინო თოლორდავამ აღნიშნა, ბებიის სტატუსში არაფერი საშიში არ არის და ბებიობა სულაც არ აფრთხობს.

 

ეკა კახიანი – მომღერალი და მსახიობი უკვე სტაჟიანი ბებიაა, თუმცა როცა მას შეხედავთ, ვერაფრით იფიქრებთ, რომ ის უკვე რამდენიმე წელია, ამ სტატუსს ატარებს. მის ქალიშვილებს, ნინისა და ანასტასიას ჰყავთ შვილები, რომლებიც ბებიასთან ძალიან კარგ დროს ატარებენ და მის დიდ სიყვარულს ასევე სიყვარულით პასუხობენ.

ლიკა კვარაცხელია – მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი, ტელეწამყვანი ასევე 2020 წელს გახდა ბებია. ლიკას უფროს ქალიშვილს, ანა შელიას და მის მეუღლეს, ცნობილ მორაგბე ლაშა ლომიძეს შეეძინათ გოგონა, რომელსაც ელი დაარქვეს. ლიკა ხშირად აზიარებს გოგონას ფოტოებს.

ხატია მოისწრაფიშვილი ტელეჟურნალისტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერადაც მუშაობდა. მის ქალიშვილს, მარიამს გოგონა ჰყავს. ხატია მოისწრაფიშვილი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

 

mazda magti 5g