ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავა.
როგორც სამართალდამცველებმა ფანგანს დაკავებისას განუმარტეს, ის გუშინ ევროპის მოედანზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.
ირაკლი ფანგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავეს.
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო