ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
3 წლის წინ მეც დამაყარეს თავზე ნაგავი… მოძალადე სრულად გამართლდა! – გიგა მაქარაშვილი