LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების – ნიკა მელია

190
BeFunky-collage (7)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

“არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა
მაგრამ

‘ხელისუფლებამ’ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ ‘ხელისუფლებას’ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.
ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს”.- წერს ნიკა მელია.

23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები