LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნე ბიზნესი: „დაეტიონ სახლში“ – ასეთ მოთხოვნებს ვინც აყენებს იცით, ვინც ხელფასს იღებს იდეალურად

378
cZbnOqK

„სარესტორნე ბიზნესი განადგურებულია და ბაზარზე დაბრუნებას ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს“ – ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს სექტორი სრულად განადგურებულია, 99% მკვდარია უკვე.

„უამრავი კომპანია ფართის მეპატრონეებმა უკვე გამოყარეს ქუჩაში, იმიტომ, რომ ვერ გადაიხადეს იჯარა,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ. მისივე თქმით, რესტორატორები თითქმის 3 თვეა ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მათი არგუმენტები მოისმინონ.

„დოვლათს ვქმნით ჩვენ. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. „დაეტიონ სახლში“ – ასეთ მოთხოვნებს ვინ აყენებს იცით – ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს. მაგრამ, ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი, მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში,“- აღნიშნა გაბრიჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g