ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 788 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 251 077-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 259 897-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 221 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 487 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 384 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 292-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 15 792 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, PCR ტესტით – 6 213.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.