LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში წულუკიანს 5 წლით დაიჭერდნენ ან 300 ათასი ევროთი დააჯარიმებდნენ: რევაზ ბოჭორიშვილი

762
თეა წ

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი დეპუტატ  თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, იგივე შემთხვევა საფრანგეთში რომ მომხდარიყო, წულუკიანს ჯარიმის გადახდა დაევალებოდა ან დაიჭერდნენ.

დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებისას?

„ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსის 226-22 მუხლი.

ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300 000 ევროს ჯარიმით.. თუ უნებლიედ მოუვიდა… მაშინ 3 წლით და 100 000 ათასი ევროს ჯარიმით…
ნორმალურ სახელმწიფოში, პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..
საქართველოში“…. წერს ექიმი სოციალურ ქსელში. 

ბოლო წუთებში, 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება: ნიკა გვარამია წულუკიანს პასუხობს

მე წულუკიანზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზია: გვარამია მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g