LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე წულუკიანზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზია: გვარამია მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე

845
ნიკა 22

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის მიერ ნომრის პარლამენტის დარბაზიდან გამოცხადების კომენტირებისას აღნიშნავს,  რომ მან ყველანაირი უფლება დაარღვია.

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? “მეც მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ” – წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

„რაც ნომრის გამოცხადება მოხდა, მას შემდეგ 200-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მესიჯებს ვერ ბედავენ, რადგან მუქარაზე ეგრევე ვუჩივლებ ყველა შემთხვევაში და გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს რომ მუქარის მესიჯები წეროს.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემთვის თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. თან სულელია. ახლა დაარღვია ყველაფერი, რაც შეიძლება. მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ, რამე უფლება მაქვს საერთოდ? ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა. რაც უნდა ის ქნას, მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ  თეა წულუკიანმა განაცხადა, „ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს, რომ უთვალთვალებენ მზეთუნახავი ჰყავს სახლში თუ რატომ არის გაღიზიანებული? სხვებსაც გვყავს ოჯახი“.
წულუკიანის ნათქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g