პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტი უოლტერ რიდის კლინიკაში დაიგეგმა, სადაც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. ჰოსპიტალში გაფრენამდე ის ოვალური კაბინეტიდან მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა გამოაცილა და თვითმფრინავში ასვლის წინ მას ემოციურად დაემშვიდობა.
ჯო და ჯილ ბაიდენების რომანტიკული კოცნა პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე დასავლური მედიის მთავარი კადრი გახდა. მოგვიანებით ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა, ის თეთრ კაბასა და იასამნისფერ პიჯაკში იყო გამოწყობილი.
ბაიდენს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ნაციონალურ ჰოსპიტალთან, ის ვიცე-პრეზიდენტის რანგშიც ხშირად სტუმროდა კლინკას, სადაც სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობენ. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, ბაიდენი თავად იყო ამ კლინიკის პაციენტი.