LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple ტესტავს ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც iPhone–ის განბლოკვა პირბადის მოხსნის გარეშე იქნება შესაძლებელი

170
image

iPhone–ის მომხმარებლებს მალე საშუალება მიეცემათ, რომ თავის სმარტფონს კოდი ისე მოხსნან რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადის მოხსნა აღარ დასჭირდეთ. ამისთვის კი ერთი რამ – Apple–ის კიდევ ერთი მოწყობილობაა საჭირო.

Apple ტესტავს iOs–ის ახალ განახლებას რომელიც iPhone–ის მფლობელებს საშუალებას მისცემს, რომ მობილური სახის ამომცნობი ე.წ. Face Id–ის გარეშე გახსნან. თუმცა, ამისთვის მათ Apple–ის ჭკვიანი საათი დასჭირდებათ.

ამჟამად Face Id ცნობს რომ ადამიანი პირბადეს ატარებს და ტელეფონის გამოსაყენებლად მას პაროლის შეყვანას სთხოვს.

თუმცა, სულ ახალი განახლების დამსახურებით სმარტფონი საათს უკავშირდება და მომხმარებელს აუტორიზაციის პროცესს უადვილებს.

მოქმედებისთვის ორი დევაისი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს და როცა ტელეფონი იხსნება, საათი ვიბრაციას გამოსცემს.

მეტი უსაფრთხოებისთვის, სიახლე მხოლოდ ტელეფონის ბლოკს შეეხება და ამა თუ იმ ტრანზაქციის შესასრულებლად კოდის შეყვანა კვლავინდებურად საჭირო იქნება.

Apple-ს სურს რომ თავის მომხმარებლებს კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვის საშუალება მისცეს და პირბადის მოხსნის საჭიროება მინიმუმამდე დაიყვანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g