LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლადიატორში“ მთავარი როლი მელ გიბსონს უნდა ეთამაშა  – რასელ ქროუ ბოლო ვარიანტი იყო

948
raselmelgbsn

უკვე 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა რიდლი სკოტის ლეგენდარული ფილმი „გლადიატორი”. ,,ოსკარის“ 12 კატეგორიაში ნომინირებულ ამ ფილმს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომლის შესახებაც, შესაძლო აქამდე არაფერი იცოდით. რიდლი სკოტს პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მაქსიმუსის როლი მელ გიბსონს უნდა ეთამაშა. მაშინ გიბსონი 43 წლის იყო, მან სცენარი წაიკითხა, თუმცა ჩათვალა, რომ ამ როლისთვის ასაკოვანი იყო. რიდლი სკოტმა გიბსონის გადარწმუნება ვერ შეძლო. მოგვიანებით მსახიობმა როლი ანტონიო ბანდერასსა და ჰიუ ჯეკმანსაც შესთავზა, შეთანხება ვერც ამ ორ მსახიობთან შედგა. რასელ ქროუ, რომელიც იმ დროისთვის დამწყები მსახიობი იყო, ბოლო გახლდათ, ვინც ამ როლზე განიხილებოდა.

საინტერესოა, რომ ამ როლის შესრულებისას, ქროუმ უარი თქვა კასკადიორის დახმარებაზე. ის თავად ასრულებდა ურთულეს მანევრებს და ჯამში , სხეულის სერიოზული დაზიანებაც მიიღო. ფაქტია, რომ ეს წვალება ამად ღირდა, რადგან სწორედ ამ როლმა  ქროუს პირველი „ოსკარი“ მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g