ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 566-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 254 916-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 263 057-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 306 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 430 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 149 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 301-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 18 331 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, PCR ტესტით – 5 631.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.