LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო განხილვა კონსტიტუციურია: აშშ-ს სენატი პროცესს იწყებს

68
FORTUNA.GE- (6)

მართალია სახელმწიფოს პრეზიდენტი აღარ არის, თუმცა იმის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო განხილვა კონსტიტუციურია, ეს კი იძლევა საშუალებას, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები.

საქმის განხილვის შემდეგ, თუ ტრამპს ბრალი დაუმტკიცდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო შეიზღუდება და ვეღარ შეძლებს, მომავალში სახელმწიფო თანამდებობები დაიკავოს.

ძირითადი ბრალდება ამბოხის წაქეზებაა, რეზოლუციის ტექსტიც მხოლოდ ამ ერთი მუხლისგან შედგება.

იმპიჩმენტის პროცედურის გაგრძელებას მხარს უჭერს 56 სენატორი, 44 კი წინააღმდეგია, მხარდამჭერებს შორის 6 რესპუბლიკელია.

შეგახსენებთ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის სხდომის მიმდინარეობის დროს, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ამბოხის დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი. მოქმედი პრეზიდენტი კი ამბოხის წახალისებაში დაადანაშაულეს.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

იმპიჩმენტის პროცედურა დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია მხარეებს შორის დებატებიც, თუმცა, როგორც ცნობილია, ტრამპი სენატში მისვლას არ აპირებს და მის პოზიციას ადვოკატები დაიკავებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g