LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია ცდილობს ჰეროიზმის მანტიით შეიმოსოს, სამართალზე მაღლა არავის დგას: მიხეილ სარჯველაძე

104
FORTUNA.GE-

“ამ ქვეყანაში არავის აქვს უფლება, უფრო მაღლა დააყენოს საკუთარი თავი, ვიდრე დგას საქართველოს სამართალი და საქართველოს სახელმწიფო. შესაბამისად, ეს არგუმენტი, ვფიქრობ, მხედველობაში იქნება მიღებული, როცა ამ საკითხის ირგვლივ მოგვიწევს დისკუსია და გადაწყვეტილების მიღება.” – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პროკურატურის, ასევე, პარლამენტის მხრიდან.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ ვადაში თავად ნიკა მელიას ეკუთვნოდა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა სახის ღონისძიება იქნებოდა მის მიმართ გამოყენებული. ახლა კი მელიას განცხადება არის წმინდა წყლის პროვოცირება, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის წინააღმდეგ:

“აშკარაა მცდელობა, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომელიც მისი გათვლებით, მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს. ეს არ არის სწორი გათვლა. იმდენად აშკარაა და შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოცირება მიმართული საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის წინააღმდეგ, რომ ეს არ იქნება ისეთი ტრიუკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ვინმეს თვალში ნაცრის შეყრა.” – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდის. მან “საქართველოს ბანკსაც” მიმართა და აღიშნა, რომ გირაოს გადახდის მიზნით, თუ მის სასარგებლოდ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება, ეს მისი უფლებების შელახვა იქნება.

მელია: ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერიc

mazda magti 5g