LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სულ მცირე, 30-ზე მეტი პოლიციელი ცდება ნამდვილი დამნაშავეების ძებნას – ზურაბ ჯაფარიძე ბარზე ლუქის ასახსნელად მივიდა

55
ჯაფარაას ბარი

გირჩი (მეტი თავისუფლების) ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის მიერ დალუქული ბარი გასახსნელად მივიდა, მაგრამ მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და მოუწოდა, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ჯაფარიძის ბარში, შრომის ინსპექცია, 14 თებერვალს მივიდა. მათ აღნიშნეს, რომ “არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის” განმეორება დააფიქსირეს და ამის ამსახველი მასალებიც შსს-ს გადაეგზავნება.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს, შემდეგ ბარი დალუქეს და ორი ადამიანი კი გამოსაკითხად წაიყვანეს.

”სულ მცირე, 30-ზე მეტი პოლიციელი ცდება ნამდვილი დამნაშავეების ძებნას. მაინც გავხსნით ქვეყანას” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს ზურაბ ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ადგილზე შრომის ინსპექცია, მუნიციპალური ინსპექცია და პოლიციაც იმყოფებოდა.

ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მან განმარტა, რომ ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს და აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს. რაც შეეხება დაკეტვას ეს მხოლოდ მისი დაპატიმრების შემთხვევაში მოხდება.

ის თვლის, რომ რეგულაციები არაკონსტიტუციურია და ადამიანებს სიცოცხლის უფლება წაართვა. ამიტომ, მისი ქმედება პოლიტიკურია დაუმორჩილებლობის აქტია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის თბილისში ბარ-რესტორნების მუშაობა აკრძალულია. რესტორნებისთვის ღია სივრცეში მუშაობა კი 15 თებერვლიდან შაბათ-კვირის და კომენდანტის საათის გამოკლებით განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g