Pussycat Dolls-ის ყოფილი ფრონტმენი, 42 წლის ნიკოლ შერზინგერი და 35 წლის ტომ ევანსი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წყვილის არაერთი ფოტო ვნახეთ, ისინი პრაქტიკულად მთელ დროს ტროპიკულ კუნძულებზე ატარებენ და გამუდმებით მოგზაურობენ.
ნიკოლ შერზინგერის ზღაპრული დასვენება სენტ-ლუსიას სანაპიროზე - ფოტოები „ინსტაგრამიდან“
ფოტოებს ინტერნეტში დიდი აღფრთოვანება მოჰყვა, ყველა მომღერლის უზადო, სრულყოფილ სხეულზე საუბრობს.
ამჯერად ნიკოლმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საკუთარი ემოციები გაუზიარა და ფოტოებიც განათავსა. როგორც ჩანს, ახლადგაღვიძებულ ნიკოლს შეყვარებულმა სამზარეულოში დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. წითელ შორტში გამოწყობილი ევანსი ვარდებით, ბუშტებითა და საჩუქრებით დახვდა მას, უფრო მეტიც ტომმა ნიკოლს დაუვიწყარი ცეკვა მიუძღვნა.
„ჩვენ წინ კიდევ უამრავი მზის ჩასვლა გველოდება“, – წერს შერზინგერი.