ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
ამის შესახებ მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განჩინება დაცვის მხარეს ჩაბარდა.
“მე, ოპოზიციის სახელით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის” – ნიკა მელია
„მოსამართლემ მიუთითა, რომ ეს გაჩინება, სარეზოლუციო ნაწილში, ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არაკონსტიტუციურია და ამიტომ, გუშინ საჩივარი წარვადგინეთ სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვისასაა, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. საერტაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციურობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი, მინიმუმ, ორმა ინსტანციამ უნდა განიხილოს. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას და ტუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ, გამოიყენოს კონსტიტუცია – როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი.”აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.