LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ თუ ერთ თვეში, შეზღუდული არ არის – გომელაური მელიას დაპატიმრებაზე

257
ნიკა ვახტანგ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისთის კითხვაზე, არის თუ არა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტიკურად დევნილი, ამბობს, რომ ის ვერ შეაფასებს.

და დასძენს, რომ  უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა, თუმცა ამას კონკრეტული ვადები არ აქვს.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ. ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული? ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. მეორე დღეს, 18 თებერვალს პრემიერ- მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა.

თქვა,რომ განაჩენის სისრულეში მოყვანის ვადებთან დაკავშირებით გუნდთანშეთანხმებასვერ მიაღწია.

17 თებერვლიდან  ნიკა მელია ოპოზიციის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g