გასულ კვირას კეთრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა ქორწინების 17 წლის იუბილე აღნიშნეს. ამჯერად კი 48 წლის მსახიობი ლონდონში Walpole British Luxury -ის დაჯილდოვების ცერემონიას სტუმრობდა. ქეთრინი ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე შავი ფერის საღამოს კაბაში, რომელიც ულამაზესი თვლებით იყო გაფორმებული. მსახიობმა აქცენტი მინიმალურ მაკიაჟზე და სადა ვარცხნილობაზე გააკეთა.
ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, თუმცა ქეთრინ ზეტა-ჯონსის სტუმრობამ ყველა დაჩრდილა.