მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ორი დღის წინ საქართველოში ისრაელიდან ჩამოასვენეს. მას დიდი ხნის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, მძიმე დაავადების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ამჟამად ანჩისხატის ტაძარში მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან მისი მეგობრები და კოლეგები.
მსახიობს ანჩისხატის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღესვე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი