საქართველოს პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის, სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია აქცია-მსვლელობა სახელწოდებით: ”მსვლელობა თავისუფლებისთვის”, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. პარლამენტთან კი, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერების სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდება.
პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც წარადგენს. ასევე, დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის დაფიქსირებასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან. თუმცა, როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და მათი სრული მობილიზაცია არ მოხდება.
პარლამენტის შენობის ეზოში სახანძრო მანქანებია მობილიზებული