ფოტო: IPN
საქართველოს პარლამენტის ეზოში სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
“ფორტუნა” საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით გაგაცნობთ დეტალებს. IPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახანძროს მობილიზება, სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.
15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია კარვების გაშლაც.