LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი

115
-117330364-c059900d-0788-4701-bbc8-f0bed971fce5

სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსულ აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია აქციის 2 მონაწილე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

ვითარება მიანმარში უკვე რამდენიმე დღეა რაც უკიდურესად დაძაბულია. მასობრივი საპროტესტო აქციები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა.

ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის ვადით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

დაკავებულია ათობით პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, აუნ სან სუ ჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები