პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პარტია “ლელოში” ეხმაურებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა აღნიშნავს, დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს იწყებს
“წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გლობალურ მოთამაშედ, რეგიონალურ ლიდერად უნდა ვყალიბდებოდეთ და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა ვაგებდეთ.
ანაკლია ხიდი უნდა ყოფილიყო ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის და ქვეყნის გაერთიანების საკითხებში. დღეს, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ჰქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან.
დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, საოკუპაციო ხაზს იქით მდგარი ოკუპანტი უნდა ხედავდეს აგუგუნებულ ქალაქს და ღრმაწყლოვან პორტს.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ნარატივის მიმდევრები და განმახორციელებლები ხართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?”- წერს ლანა გალდავა.
შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ეკონომიკის მინისტრს იმედი აქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან