LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა – იგეგმება თუ არა არხიდან თანამშრომლების გაშვება

966
PAATA 55

„რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა.

„სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სატელევიზიო რეიტინგების კლებაა. მოგეხსენებათ, იანვრიდან, კომედი შოუმ დატოვა არხი და „ფორმულაზე“ გადავიდა, რასაც თავის მხრივ არხის რეიტინგის კლება მოჰყვა“, – ამბობს სალია.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ არხის დატოვება ბევრ თანამშრომელს მოუწევს, სალია ასე პასუხობს:

„ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აპრიორი დატოვებენ არხს.  „რუსთავი 2“-ის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანის ოპტიმიზაცია“. – აცხადებს არხის გენერალური დირექტორი.

„ფორტუნა“ დაინტერესდა სიმართლეს შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არხის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი იმნაიშვილის კანდიდატურა განიხილება.

„არხზე გარკვეული ტიპის ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ამ ეტაპზე იმნაიშვილი რჩება არხის აღმასრულებელ დირექტორად და ის ასევე რჩება პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანად“. – განაცხადა სალიამ „ფორტუნასთან“ საუბარში.

არხზე სტრუქტურული რეორგანიზაცია 10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“ 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. „რუსთავი 2“- დან  წასულმა თანამშრომლებმა ორი ტელევიზია დააფუძნეს – „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

„რუსთავი 2“- ის ორგანიზაციური ცვლილებების შესახებ დოკუმენტი „ტაბულამ“ მოიპოვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g