LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი წევრები ზვიად ქვლივიძე და გიორგი თარგამაძე ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

89
რფუჯსჯ

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი წევრები ზვიად ქვლივიძე და გიორგი თარგამაძე ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობას, რათა ბიზნესმა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა გააგრძელოს.

დასახელდა პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მთავარი გამოწვევები:

  • სესხების პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ბიზნეს სესხებს ეხება, როდესაც მცირე ზომის სასტუმროების დიდ ნაწილს იპოთეკური სესხი აღებული აქვთ და აღნიშნულ პროგრამაში ვერ ერთვებიან;
  • ტურიზმისთვის სპეციალური პროტოკოლების არარსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს პანდემიის პირობებში ტურიზმის ბიზნესის ეფექტიან მართვას;
  • გიდების, მძღოლებისა და ტურისტებთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ვაქცინაციის დაწყების აუცილებლობა;
  • კომენდანტის საათი ტურისტების საქართველოში შემოდინებას პირდაპირ ამცირებს;
  • ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობა წარმოშობს მკაცრ რეგულაციებს და პირდაპირ აფერხებს ბიზნესის ფუნქციონირებას. შესაბამისად, სამედიცინო სექტორის ეფექტიანობის გაზრდა აუცილებელია ქვეყანა კიდევ, რომ არ ჩაიკეტოს;
  • გაურკვევლობა და ქვეყნის ლოქდაუნის მუდმივი შიში ხელს უშლის ტურისტების შემოდინებას და ტურიზმის ინდუსტრიაში ქართული კომპანიების ფუნქციონირებას;
  • საქართველოს საზღვარზე, საერთაშორისო გარკვეული ვიზიტორების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაურკევეველი მიზეზით საქართველოში არ შემოშვება;
  • საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, კოვიდის პირობებში მოგზაურობის პლატფორმის არ არსებობა, სადაც დაინტერესებული პოტენციური ვიზიტორები მიიღებენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას კოვიდ რეგულაციებსა და მოთხოვნებზე ქვეყნების მიხედვით.
  • აეროპორტებთან და სახმელეთო საზღვრებთან კოვიდ-ცენტრების არარსებობა, სადაც მოხდება კოვიდ ტესტირება და უკეთესი კოორდინაცია.
  • ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების არარსებობა პანდემიის პირობებში მათი მოზიდვის მიზნით;
  • პანდემიის პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების არარსებობა.
  • პოსტკოვიდური სტრატეგიის არარსებობა;

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დღემდე არ ჰყავს ხელმძღვანელი, რაც უფრო ართულებს მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g