LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია: ხატია დეკანოიძე

67
FORTUNA.GE- (3)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ამასთან, უცვლელად ტოვებენ იმ მთავარ მოთხოვნებს, რომელიც უნდა შეასრულოს მმართველმა ძალამ ოპონენტებთან მოლაპარაკების შემდეგ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც:

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია.

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ვისაუბრებთ.

რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია “პირველის” სიუჟეტში. ამიტომ, მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს. მათი თქმით, დღეს იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, ასევე სკანდალურ აუდიოჩანაწერზე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, რომელიც მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g