LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ხელისუფლება „გადააგდებს“ შარლ მიშელს, მათი პასუხიც იქნება შესაბამისი“ – დაგვიწესებს თუ არა ევროკავშირი სანქციებს

79
ღარიბაშვილი მიშელი

ზუსტად 5 დღეში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ოპოზიციასთან მიღწეული პროგრესით ელოდებიან.

რას ჩაიტანს და რა გზავნილებით ჩამოვა იქიდან პრემიერი, ამის პოლიტიკური კონტურები ჯერ არ ჩანს. არადა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას დაიბარა, რომ 15 მარტს ევროკავშირი–საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების კუთხით პროგრესით უნდა ჩავიდეს. მანამდე კი, როგორც გაირკვა, მიშელი თავის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს აგზავნის, რომელიც მედიატორის როლს ითამაშებს ოპოზიცია–ხელისუფლების დიალოგში.

ამ დრომდე მოცემულობა კი პრაქტიკულად არ შეცვლილა – „ქართული ოცნება“ ისევ არ აპირებს ვადამდელ არჩევნებს და ნიკა მელიას გათავისუფლებას, არადა შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ მიტანილ 6 პუნქტიან გეგმაში ერთ–ერთი სწორედ პოტენციური ადრეული არჩევნები იყო. რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, საერთაშორისო ექსპერტებისა და პოლიტოლოგებისთვის ეკითხა, 8 მარტის შეთანხმების მსგავსად, შეეცდება თუ არა „ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორებისთვის მიცემული დაპირების უკან წაღებას. დაპირება კი კომპრომისზე წასვლაა.

საერთაშორისო ექსპერტი გიორგი რუხაძე გვეუბნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რიტორიკა ჯერ კიდევ მაშინ შეცვალა, როცა შარლ მიშელს საქართველოც კი არ ჰქონდა დატოვებული.

შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნა მძლავრი სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ შედგეს მოლაპარაკება: კალოიანი

ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად "ევროპული საქართველო" მზადაა, რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდეს.

„თუ მანამდე „ქართული ოცნება“ შერბილებულ პოზიციაზე იყო, შემდეგ ისევ გაჩნდა მათთვის წითელი ხაზები, მათთვის წითელი ხაზია რიგგარეშე არჩევნები და მელიას გათავისუფლება. ევროკავშირის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი პირადად აგვარებს საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს. ეს კი ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნლობას ევროკავშირისთვის.

არ არის გამორიცხული, როგორც ადრე არაერთხელ „გადააგდეს“ საერთაშორისო პარტნიორები, ახლაც იგივე მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება, რადგან ამით დიდ დარტყმას მიაყენებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ქვეყანას. ეს იქნება საქართველოსთვის მძიმე დარტყმა.

თუ „ოცნება“ „გადააგდებს“ შარლ მიშელს და პირდაპირ იტყვის, რომ არ ვარ მზად კომპრომისისთვის, ეს ნიშნავს, რომ ფეხებზე იკიდებს ხელისუფლება ევროკავშირს და შარლ მიშელს, ანუ საქართველო შეჰყავს 27 ქვეყანასთან დაპირისპირებაში“, – ამბობს რუხაძე.

მისი თქით, მელიას საკითხი უნდა იყოს ყველაფრის ინდიკატორი, ანუ ბრიუსელში ჩასვლამდე ის თუ ციხეში დარჩა და ხელისუფლება იტყვის, რომ გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი, რუხაძის თქმით, ამას არავინ დაიჯერებს.

„ოპოზიციას აქვს ალტერნატიული კომპონენტი – პლებისტიცი. თუ ოცნება ამაზეც არ დათანხმდა, ეს იქნება მართლა გზავნილი ევროკავშირისტვის, რომ ყველანი ფეხებზე გვკიდია. პასუხიც იქნება შესაბამისი. პერსონალურ სანქციებზე დაიწყება საუბარი“, – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი რიგგარშე არჩევნებია.

„როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ამის რამდენიმე გზა არსებობს. აუცილებელია კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დღეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ. ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს არაა მნიშვნელოვანი, რას ჩამოიტანს, ესაა მნიშვნელოვანი“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

„ქართული ოცნება“ ამ დრომდე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამ კონტექსტში განიხილა ტვ „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიჩანაწერები. შეგახსენებთ, ამ საკითხზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g