LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა

175
FORTUNA.GE- (1)

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ლერნი ბარნაბიშვილს მამუკა ჯანგულაშვილი ჩაანაცვლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, მამუკა ჯანგულაშვილი იყო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;  მანამდე კი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

პროფესიით სამართალმცოდნე ჯანგულაშვილს ასევე აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ლერი ბარნაბიშვილი, რომელიც ამ დრომდე ბიუროს ხელმძღვანელობდა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g